"არალოგიკური, არათანმიმდევრული" - გიგა ბოკერია "ლელოს" გადაწყვეტილებაზე

22.11.21 11:28
"არალოგიკური, არათანმიმდევრული" - გიგა ბოკერია "ლელოს" გადაწყვეტილებაზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, "ლელოს" გადაწყვეტილება საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ, არათანმიმდევრულ და ალოგიკურ ნაბიჯად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ  "ტვ პირველის"  ეთერში ისაუბრა. ბოკერია მიიჩნევს, რომ არათანმიმდევრული ნაბიჯები ამომრჩევლის იმედგაცრუებას იწვევს.

განცხადებები, რომელიც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისგან მოვისმინეთ, რომ ეხლა ჩვენ გადავდივართ ახალ ბრძოლაზე და საპარლამენტო ბოიკოტს ვწყვეტთო, სრულიად არალოგიკურია. ერთის მხრივ იძახდე, რომ არჩევნებმა აზრი დაკარგა საერთოდ და მერე იმ შეთანხმების შედეგად, სადაც შედეგი არ დადგა არც ერთ საკითხში. იმედგაცრუება პოლიტიკის მიმართ მოქალაქეების ნაწილს აქვს იმიტომ, რომ ხედავენ, ოპოზიციის მნიშვნელოვანი  ნაწილი იქცევა არათანმიმდევრულად და პატივს არ სცემს", - თქვა ბოკერიამ "ტვ პირველის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია "ლელო" საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება და ბოიკოტს წყვეტს. 

მსგავსი სიახლეები