მიხეილ სააკაშვილს პალატაში ადვოკატები მოინახულებენ - განხილვის თემა სასჯელის გადავადება იქნება
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს დღეს მისი უფლებადამცველები მოინახულებენ. განხილვის მთავარი საკითხი ყოფილი მთავრსარდლისთვის სასჯელის გადავადება და სახლის პირობებში მკურნალობა იქნება. მიმართავენ თუ არა აღნიშნული ინიციატივით ადვოკატები იუსტიციის მინისტრს, ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.
არაერთი კონსილიუმია შექმნილი და ამ კონსილიუმის ფარგლებში შესაძლებელია ყველა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ჩართვა, ვინაიდან უზრუნველყოფილი იქნეს მაქსიმალურად კვალიფიციური მომსახურების გაწევა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და ამასთან დაკავშირებით ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომ თუ დასჭირდება მის ჯამრთელობას და მის გამოკვლევებს უცხოელი ექიმების ჩართულობა, ყველაფერი უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ. მოვინახულებთ მიხეილ სააკაშვილს, გავეცნობეით, აქ გაჟღერდა რაღაცა ფანჯრის გაღება-დაკეტვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის გარემო, სადაც შესაძლებელია, რომ მას გაეწიოს მკურნალობა და თან ამ რაღაც შევიწროვებაში ვიყოთ, არ ვიცი... მოვინახულებთ მიხეილ სააკაშვილს, გავეცნობით ყველა იმ დეტალს, რაც გაჟღერდა ამ დღეებში და და შემდეგ დაწვრილებით მოგახსენებთ, - თქვა გიორგი გელხაურმა.
უკვე მესამე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა არა საიმედო. ჯერჯერობით უცნობია, ჩაერევიან თუ არა ყოფილი მთავარსარდლის მკურნალობაში უცხოელი ექიმები.
მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების და სახლში მკურნალობის ინიციატიავით მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, გამოვიდა.