საახალწლო ნობათი სოცდაუცველებისთვის - კახა კალაძემ ახალი ტენდერი გამოაცხადა

22.11.21 11:48
საახალწლო ნობათი სოცდაუცველებისთვის - კახა კალაძემ ახალი ტენდერი გამოაცხადა

"ტვ პირველზე" გასული რეპორტაჟის შემდეგ თბილისის მერმა სოციალურად დაუცველებისთვის საახალწლო ნობათის გადახალისება გადაწყვიტა. კახა კალაძემ კრიტიკა გაითვალისწინა და ახალი ტენდერი გამოაცხადა. რა დაემატება  ე.წ. "ტუ-შონკას", ლობიოს, ათ კვერცხს, ბარდას და კარამელის ტკბილეულს, ჯერჯერობით უცნობია. 

კრიტიკის შემდეგ კახა კალაძე იძულებული გახდა, რომ გაეცა მითითება და ყველა რაიონის გამგეობას შეეწყვიტა ეს ტენდერები, რადგან ეს ტენდერები არ პასუხობდა იმ რეალობას, რა რეალობაც უდგას დღეს სოციალურად დაუცველებს. კალაძის მიერ დანიშნული გამგებლები არიან სულყველა, ათივე რაიონის და ათივე რაიობნის გამგებელს მოუწია ამ ტენდერების გაუქმება. ეს ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე არ იყო სწორად შერჩეული ის. ე.წ. საახალწლო ნობათი, რომელიც გამოაცხადეს რაიონის გამგეობებმა. ახლა აპირებენ ცვლილების გაკეთებას, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შეცვლიან ჩამონათვალს პროდუქტებისას, - ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე. 

ოპოზიცია იმედს იტოვებს, რომ ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის განკუთვნილ საახალწლო კალათებში ცოტა ოდენი ხორცი ამჯერად მაინც მოხვდება. 

მილიონერი მერი რომ გვყავს და ამასობაში კიდევ უფრო რომ გამდიდრდა, იტალიიდან მილიონად შეფასებული ალვის ხეს რომ მოეძალება-ხოლმე, ამ კაცმა სოციალურად დაცველებს უთხრა, რომ თქვენ ახალ წელს „ტუშონკა“ გექნებათო. იმედია, ხვდება საზოგადოება, მას რა ექნება ახალ წელს... ამასობაში, ეს თანხები არის საბიუჯეტო სახსრებიდან...სანამ კონკრეტული კრიტიკის საფუძველი არ გახდა ის ტენდერი, სადაც მხოლოდ ბარდაზე და „ტუშონკაზე“ იყო საუბარი, კალაძემ ყური არ შეიბერტყა. ახლა მაინც იმედი დავიტოვოთ, რომ ნორმალური უკუფა ექნებათ სოციალურად დაუცველებს, - განაცხადა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები