ორი-სამი სამუშაო ადგილი შეუძლიათ, მოიძიონ - პრემიერი სოცდაუცველებზე
სამუშაო ადგილები სოციალური დახმარების ნაცვლად - პრემიერ-მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეებს სახელმწიფო სამუშაო ადგილს შესთავაზებს. ამის გარდა, პრემიერი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეები სურვილის შემთხვევაში დამატებით ორ-სამ სამუშაოს კიდევ საკუთარი რესურსებით მოიძიებენ.
მინიმუმ ის დახმარება, რაც დღეს აქვთ, ხელფასის სახით უნდა მიიღონ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და ამის გარდა სხვა დამატებით, რაც მათ შეუძლიათ, რომ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო, მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება. ორი, სამი სამუშაო ადგილი შეუძლიათ, რომ მათ პარალელურად მოიძონ, იყიდონ ტელევიზორიც, მაცივარიც, სახლებიც გაარემონტონ, სახლებიც იყიდონ, - განაცხადა პრემიერმა.