ჯო ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე, საქართველოს სახელით პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მიიღებს მონაწილეობას. განცხადება მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
ცნობისთვის, 5 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მედიას სულ სხვა ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, სამიტზე მიწვეული იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სამიტს სწორედ ის დაესწრებოდა.
რამდენიმე კვირის წინ გავავრცელეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც ქალბატონი პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება 10 დეკემბერს".- თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.