ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა რეაბილიტაცია გარეთ გაიაროს - გიული ალასანია
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ჩალაძე, იმყოფებიან.
გიული ალასანიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, თუმცა ეს მათზე დამოკიდებული არ არის.
გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს. ეხლა ვცდილობ, რომ შევიდე. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, თუმცა ჩემს ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის - აღნიშნა გიული ალასანიამ.