"მოხდება ჯანმრთელობის ზიანის შეფასება" - მარიამ ჯიშკარიანის ექიმების ჯგუფი გორის ჰოსპიტალში შევა

22.11.21 12:58
"მოხდება ჯანმრთელობის ზიანის შეფასება" - მარიამ ჯიშკარიანის ექიმების ჯგუფი გორის ჰოსპიტალში შევა

ცენტრ "ემპათიას" დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის, თქმით, ვიზიტი მიმდინარე კვირაში განხორციელდება. სპეციალისტები ჯანმრთელობის ზიანს დეტალურად შეისწვალიან.

ჩვენ ვვარაუდობთ, ოთხშაბათს, ან ხუთაშაბათს განხორციელდება ვიზიტი. ვფიქრობთ, რომ კომუნიკაცია გვქონდეს სპეციალურ პენიტენიცურ სამსახურთან, რომ კოორდინაცია მოხდეს ვიზიტის. მიზანი იქნება ვიზიტის, რა თქმა უნდა, ერთ ვიზიტში ეს შეიძლება, არ ჩაეტიოს, ჯანმრთელობაზე ზიანის შეფასება. ასევე შევისწავლით დანიშნულებას და ასევე შევაფასებთ, რამდენად სტრესულია გარემო, რა არის იმ არაადამიანური მოპყრობის შედეგები სტრესულ აშლილობასთან მიმართებაში, რასაც ადგილი ჰქონდა მე-18-ე  დაწესებულებაში, - მარიამ ჯიშაკრიანი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, გუშინ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის ვიზიტი ესაჭიროება, რადგან მას გლდანის დაწესებულებაში სტრესული გარემო ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები