მივესალმები! - ანდრია ჯაღმაიძე აზარტული თამაშების რეგულაციაზე
"სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად" - საპატრიარქო აზარტული თამაშების რეგულაციაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას მიესალმება.
"მივესალმები. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რელობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა - იზრდებოდა.
მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია, დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან", - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, Facebook-ზე.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებით, ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადები გაიზრდება. მისივე თქმით, აიკრძალება რეკლამა, მოთამაშეების ბარიერი კი 25 წლამდე აიწევს. მეორე ეტაპზე ონლაინ თამაში საერთოდ აიკრძალება.