აჩენს შანსს, რომ რაღაც სხვაც მოხდეს გარდა "ნაცების" და "ქოცების" ჩხუბისა - იაგო ხვიჩია "ლელოს" გადაწყვეტილებაზე
"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია, "ლელოს" გადაწყვეტილება, საპარლამენტო საქმიანობის განახლების შესახებ, დადებითად აფასებს. მისი თქმით, ბოიკოტის შეწყვეტა აჩენს შანსს, რომ საკანონმდებლო ორგანოში საინტერესო პროცესები დაიწყოს.
მიხარია, რომ ჩემი კოლეგები ნელ-ნელა წყვეტენ ბოიკოტს, ეს აჩენს შანსს, რომ საპარლამენტო საქმიანობაც კი დაიწყონ და ამ პარლამენტში რაღაც სხვაც მოხდეს გარდა "ნაცების" და "ქოცების" ხელჩართული ჩხუბისა", - ამბობს "გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია "ლელომ" ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდა.