რთულად წარმოსადგენი მოდელია - ექსპერტები სოცდაუცველების დასაქმებაზე

22.11.21 13:10
რთულად წარმოსადგენი მოდელია - ექსპერტები სოცდაუცველების დასაქმებაზე

"საზოგადოება და ბანკების"  ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე, ფიქრობს, რომ პრემიერის მიერ დაანონსებული პროგრამა, რომელიც სოცდაუცველების დასაქმებას გულისხმობს, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო რთულად განსახორციელებლია.  ამის გარდა, მისი თქმით,  სოცდაუცველთა ფენა  საზოგადოების ის ნაწილია, რომელსაც ხელისუფლებას არჩევნებში მხადასაჭერად იყენებს. 

რთულად წარმომიდგენია ის მოდელი, რა მოდელზეც მუშაობენ, რომ პირობითად ადამიანი, რომელიც ძალიან მიზერულ სოციალურ დახმარებას იღებს, რომ უარს ამბობდეს ოფიციალურ სამსახურზე, სადაც 5-ჯერ და 6-ჯერ მეტი შეიძლება, მინიმუმ აიღოს ხელფასი. აქ პრობლემა უფრო იმაშია, რომ სახელმწიფოს ეს ადამიანები ჰყავს წინასაარჩევნოდ, მისი ძირითადი ბირთვი და მხარდამჭერია, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ემუქრებიან ადამიანებს, რომ მოგიხსნით სოციალურ დახმარებას, თუ შენ არ მომცემ ხმას. ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში ცდილობენ ან დასაქმდნენ ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილში, სადაც ოფიციალურად მათი ხელფასია აღრიცხული არ არის და სახელმწიფო ვერ გაიგებს ამის შესახებ და მათ არ მოეხსნებათ ეს სოციალური დახმარება, მაგრამ ეს სისტემა მთლიოანობაში შექმნილია მთავრობის მიერ და თუ რამის შეცვლას აპირებენ, თვითონვე უნდა შეცვალონ, - ამბობს გიორგი კეპულაძე. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ახალი პროგრამა დაანონსა. მისი თქმით, სოცდაუცველებს ფინანსური დახმარების ნაცვლად სახელმწიფო სამუშაო ადგილს შესთავაზებს.  

მსგავსი სიახლეები