ღარიბაშვილი ბოლო დროს უცნაურ განცხადებებს აკეთებს - კახა ქემოკლიძე

22.11.21 13:25
ღარიბაშვილი ბოლო დროს  უცნაურ განცხადებებს აკეთებს - კახა ქემოკლიძე

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, კახაბერ  ქემოკლიძე, პრემიერ-მინისტრის განცხადებას უცნაურს უწოდებს. საქმე ეხება  ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც სოცდაუცველებს ფინანსური დახმარების ნაცვლად სახელმწიფო დაასაქმებს. 

ქემოკლიძის თქმით, სამუშაო ადგილების შესაძლოა ქვეყანაში არის, თუმცა იმდენად დაბალანაზღაურებადი, რომ მასზე ცხოვრება შეუძლებელია.  

ბატონი ღარიბაშვილი ბოლო დროს საინტერესო და უცნაურ განცხადებებს აკეთებს-ხოლმე და ეს არის ჩემი აზრით, ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ მათი გაგებით ქართული ეკონომიკა დუღს, ჩემი აზრით, დღეს ამ ადამიანებს არ აქვთ განცდა, ობიქტურად რა პრობლემებია და რა დონის სიდუხჭირე არსებობს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

გავიდნენ რეგიონებში, მოიხსნან ვარდისფერი სათვალეები და დარწმუნდებიან ,რა რეალური პრობლემები არსებობს. სამუშაო ადგილები შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ იმდენად დაბალი ანაზღაურება იყოს, რომლის მიღების შედეგად არა თუ ოჯახს, არამედ საკუთარ თავს, ვერ არჩერდნენ და ადამიანები არიან, რომლებიც ერთ, ორ, სამ, ოთხ სამსახურში მუშაობენ და ნაწლავებზე ფეხს იდგამენ და აი, ეს ეშველებათ მათ, - თქვა ქემოკლიძემ. 

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ახალი პროგრამა დაანონსა. მისი თქმით, სოცდაუცველებს ფინანსური დახმარების ნაცვლად სახელმწიფო სამუშაო ადგილს შესთავაზებს. 

მსგავსი სიახლეები