მანდატების რაოდენობით უნდა ხვდებოდეს, ვის ეკუთვნის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი - გიორგი კირთაძე გახარიას გუნდის განცხადებაზე

22.11.21 14:15
მანდატების რაოდენობით უნდა ხვდებოდეს, ვის ეკუთვნის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი -  გიორგი კირთაძე გახარიას გუნდის განცხადებაზე

ენმ-ს წევრი,  გიორგი კირთაძე, პარტია "საქართველოსთვის" იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც გიორგი გახარიას გუნდი რეგიონებში საკრებულოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკომპლექტებს, თუ თავმჯდომარის პოზიციაზე  მათი კანდიდატი  დაინიშნება.

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ გახარიას გუნდმა ბათუმელების ნებას პატივი უნდა სცეს და საკრებულოში ოპოზიციამ  უმრავლესობა უნდა შექმნას. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბათუმელთა ნებას პატივი უნდა სცეს არჩეულმა საკრებულოს წევრებმა და უმრავლესობა შექმნან. მანდატების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, კარგად უნდა ხვდებოდეს გახარიას პარტია, რომ ვის ეკუთვნის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი. ბევრჯერ, 7-ჯერ მეტი მანდატი აქვს აღებული იქ „ნაციონალურ მოძრაობას“.  ასე ღიად ამაზე საუბარი, მაშინ როცა ჯერ მოლაპარაკებებიც არ გვქონია ერთმანეთში, მე მიმაჩნია, რომ არ არის სწორი. იმედია, რომ გახარიას გუნდი გაუძლებს ამ ყველაფერს და ის დარჩება და პოზიციონირებას გააგრძელებს, როგორც ოპოზიცია, - თქვა კირთაძემ. 

მსგავსი სიახლეები