"როგორმე გადანაწილდება ფუნქციები უთქვენოდაც" - გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სამიტზე პრემიერის არწასვლაზე

22.11.21 15:24
"როგორმე გადანაწილდება ფუნქციები უთქვენოდაც" - გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სამიტზე პრემიერის არწასვლაზე

"ქართული ოცნების" წევრი, გურამ მაჭარაშვილი, ამბობს, რომ აშშ-ში დემოკრატიის სამიტზე მთავრობას ვინ წარმოადგენს, ამას თავად ხელისუფლება გადაწყვეტს. 

როგორმე გადანაწილდება ფუნქციები უთქვენოდაც და უჩვენოდაც კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტს, პრემიერსა და ნებისმიერი თანამდებობის პირს შორის. მთავარია ის, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი ყველგან, სამიტებშიც, აშშ-იც და ა.შ., - თქვა  მაჭარაშვილმა. 

აშშ-ში დემოკრატიის სამიტზე პრემიერ-მინისტრის  ნაცვლად პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  წავა. ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილმა თავად დაადასტურა. დაბლოკა თუ არა დასავლეთმა სამიტზე  საქართველოს მთავრობის მეთაური, უცნობია, თუმცა აღნიშნულს წინ უძღოდა პატიმარი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, წერილი, რომელიც მან ბაიდენის ადმინისტრაციას მისწერა. სააკაშვილი აშშ-ს მთავრობას სთხოვდა, გაეუქმებინა გადაწყვეტილება და სამიტზე საქართველოს მთავრობა აღარ მიეწვია.

მსგავსი სიახლეები