ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა

22.11.21 16:48
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა

გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტუდენტებს 500 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.

როგორც გორის მერიის ინფორმაციაშია ნათქვამი, 500 ლარი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ სტუდენტებს ჩაერიცხებათ, რომლებმაც 2021 წლის ეროვნულ გამოცდებში 100 % - იანი გრანტები მოიპოვეს.

გორის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების“ პროგრამა წარმატებული აბიტურიენტების წახალისებასა და მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად.

ახალგაზრდების შეხვედრა საინტერესო კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სამომავლო თანამშრომლობაც დაიგეგმა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები