ეხლა დგება მთავარი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი - ხერხეულიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ხერხეულიძის თქმით, მესამე პრეზიდენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.
მიხეილ სააკაშვილი გადის მკურნალობას, ის სერვისი, რაც აქ არსებობს, ეს არ არის სრულყოფილი სერვისი, საჭიროებს კვალიფიციურ კვლევას, ამის შესაძლებლობა აქაც არ არის, მაგრამ თავისთავად ის, რომ დღეს ვინმე დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მოგეხსენებათ მისი სურვილია, პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა, მას არ აქვს შესაძლებლობა, სასამართლოებზე მიმართოს ხალხს, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ ხალხთან. ეხლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. მისი რეაბილიტაციის პერიოდი თავისთავად ეს არის მიმდინარე პროცესი, მაგრამ მთავარი მიზანი ადამიანის ქვეყანში შემოსვლის არის პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა", - ამბობს ეკა ხერხეულიძე.