აშშ-ს თუ რამის თქმა უნდა, ამას ამბობს - ვოლსკი აშშ-ს სამიტზე პრემიერის დაბლოკვას არ ადასტურებს
პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი აშშ-ში გამართულ დემოკრატიის სამიტს მხოლოდ იმიტომ ვერ დაესწრება, რომ ის ამ დროს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს უნდა დაესწროს.
ვოლსკის ოპოზიციის იმ ვერსიასაც ეხმიანება, რომ შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-მ თავად დაბლოკა. მმართველი გუნდის წევრის თქმით, თუ აშშ-ს რამე აქვს სათქმელი, ის ამას პირდაპირ ამბობს.
ინტერპრეტაცია ისმის ამის თაობაზე. ღარიბაშვილი ამ დროს მიდის ბრიუსელში, სადაც იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და საკმაოდ მაღალი დონის სამიტია. რაც შეეხება აშშ-ს, თუ წარმოდგენს ქვეყნის პრეზიდენტი, ამაშიც გასაკვირი არაფერია. მეორე საკითხია, რომ აშშ-ს თუ რამის თქმა უნდა, ამას ამბობს და არანაირად არ თხოვენ ხაბეიშვილს ან მელიას, რომ მათ მაგოვრად განცხადებები აკეთონ, - თქვა ვოლსკიმ.
აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, წავა. ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილმა თავად დაადასტურა. დაბლოკა თუ არა დასავლეთმა სამიტზე საქართველოს მთავრობის მეთაური, უცნობია, თუმცა აღნიშნულს წინ უძღოდა პატიმარი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, წერილი, რომელიც მან ბაიდენის ადმინისტრაციას მისწერა. სააკაშვილი აშშ-ს მთავრობას სთხოვდა, გაეუქმებინა გადაწყვეტილება და სამიტზე საქართველოს მთავრობა აღარ მიეწვია.