ალეკო ელისაშვილის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება - რას ამბობს კობახიძე
როდესაც აგენტურა ელისაშვილის ქმედებას აცხადებს არადანაშაულებრივად, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად აგენტურა არის ტერორისტული, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიასთან ისაუბრა.
„ოცნების“ ლიდერის თქმით, ელისაშვილის მიერ სახელმწიფო შენობის დაწვის მცდელობა მძიმე დანაშაულია და ამ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.
მე ვიცი ის, რაც თქვენ იცით. ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სცადა მისი დაწვა. ახლა აქ საუაბარი იმაზე, რომ თითქოს ადამიანი უდანაშაულოა და ა.შ., ეს არის უმძიმესი დანაშაული და ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ აგენტურის სახეს. ისიც ხომ ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. ეს ყველაფერი აჩვენებს აგენტურის სახეს და აჩვენებს რას: როდესაც ეს ადამიანები, აგენტურა, ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებენ არადანაშაულებრივ ქმედებად, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამას სჭიდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, ამისთვის ბოლომდეა მისაყვანი ყველა სამართლებრივი პროცესი, რომელიც არს დაწყებული, - თქვა კობახიძემ.
რას ედავებიან ელისაშვილს?
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.