დღგ-ის მოძველებული ზღვარი მცირე ბიზნესის განვითარებას აფერხებს - ეკონომისტები
საგადასახადო პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზე ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ. მათი შეფასებით, დღგ-ის მოქმედი, 100-ათასლარიანი ზღვარი მოძველებულია და მცირე ბიზნესს ზრდის ნაცვლად დამატებით ადმინისტრაციულ ტვირთს უქმნის. ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა მცირე მეწარმეების პირობებს აუარესებს, მაშინ როცა მსხვილი ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათები მოქმედებს.
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ნოდარ სირბილაძე აცხადებს, რომ ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფასები დაახლოებით სამჯერ გაიზარდა, თუმცა დღგ-ის ზღვარი უცვლელი დარჩა.
ამ პერიოდის განმავლობაში, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ფასები დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი. ფასების ზრდის პარალელურად, გაიზარდა ეკონომიკური აქტივობაც. მცირე ბიზნესს ერთ წელიწადში უკვე ზალიან მარტივად შეუძლია ის, რომ გადალახოს ასი ათას ლარიანი ზღვარი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასი ათას ლარიან ზღვარს რომ გადალახავს, ის კარგად ცხოვრობს, კარგად აიწყო ბიზნესი და ა.შ. არა, პირიქით, ასი ათას ლარიან ზღვარს როცა გადასცდებიან, მათთვის იწყება ახალი თავგადასავალი, რომელიც ყოველდღიურად მათ განვითარებას აფერხებს. რეალურად, იმის მაგივრად, რომ ბიზნესმა იფიქროს, როგორ გაიზარდოს, როგორ გადავიდეს, მაგალითად, მცირედან საშუალო, მსხვილ ბიზნესში, ამის მაგივრად უწევს იმაზე დარდი და ფიქრი, როგორ მოახდინოს საგადასახადო ადმინისტრირება, როგორ მოაბილიზოს რესურსი და ა.შ. მთავარი, რაც გასაკეთებლია და ძალიან ლოგიკურია, თუ ფასები სამჯერ გაიზარდა,აზარდე დღგ-ს განაკვეთიც, დღგ-ს ზღვარიც სამჯერ. ძველი, ასი ათას ლარიანი ზღვარიც, ახლა, 20 წლის მერეც და რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს, საუკუნე რომ გავა ისევ იმით? ანუ ფიქციაა ეს ყველაფერი, - ამბობს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ დირექტორი ნოდარ სირბილაძე.
ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი კი ამბობს, რომ ხელისუფლება მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაზე უარს ამბობს და ამის ფასს საბოლოოდ რიგითი მოქალაქეები იხდიან.
ფინანსების დარგის და ეკონომიკის დარგის ძირითადი პრინციპების წინააღმდეგ მიდის მთავრობა. ჩვენ წლიდან წლამდე იმ მცირე ბიზნესს, რომელსაც უნდა ეფერებოდეს და გადაყოლილი იყოს, წესით, ნებისმიერი მთავრობა, ყოვეწლიურად აუარესებს პირობებს. ყველაფერი განსაკუთრებით ცინიკური ხდება მაშინ, როდესაც პარალელურ რეჟიმში საქართველოს პარლამენტი არის იმით დაკავებული, როგორო შეუმსუბუქოს საგადასახო ტვირთი მის ბატონ-პატრონს ბიძინა ივანიშვილს. ფინანსთა სამინისტროს სჭირდება რაღაც კონკრეტული თანხა, ნაცვლად იმისა, რომ გადასახადები გადაახდევინოს ბიძინა ივანიშვილს, რომ მან შემოიტანოს საქართველოში ძვირფასი ნახატები და ქანდაკებები, ის უარს ეუბნება მცირე ბიზნესს, რომ დაწიოს დღგ-ს ზღვარი, უარს ეუბნება მომხმარებლებს, რომ იმპორტირებულ საქონელზე 300-დან 600 ლარამდე, მაგალითად, მინიუმ, გაიზარდოს თანხა, როცა გათავისუფლებუილ იქნება გადასახადებისგან. რატომ? იმიტომ, რომ მას სჭირდება ფული, რომელიც მას შემოაკლდა, ხოლო ის ვერ ბედავს ეს ფული გამოართვას და წაართვას მსხვილ ბიზნესებს და ბიძინა ივანიშვილს და ამის ფასს ვიხდით ჩვენ, უბრალო მოქალაქეები, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსის ცვლილების ინიციატივასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ განმარტავს, აპირებს თუ არა პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართვას.
ინიციატივით დღეს „ლელო — ძლიერი საქართველო“ გამოვიდა. პარტია ითხოვს, დღგ-ის გადახდის ვალდებულების ზღვარი 100 ათასიდან 500 ათას ლარამდე გაიზარდოს, ხოლო ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება.
პარტიის შეფასებით, მოქმედი საგადასახადო ზღვარი მოძველებულია და მცირე და საშუალო ბიზნესსა და მოქალაქეებს დამატებით ტვირთად აწვება.