FREEMISHA - წარწერები გორშიც გამოჩნდა

23.11.21 10:54
FREEMISHA - წარწერები გორშიც გამოჩნდა

ვარდების რევოლუციის მე-18-ე წლისთავს რეგიონებშიც აღნიშნავენ. მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი წარწერები და  რევოლუციასთან დაკავშირებული სიმბოლიკა გორის ქუჩებშიც გაჩნდა.

სამოქალაქო აქტივისტებმა წარწერები გორის სამხედრო ჰოსპიტალთანაც გააკეთეს, სადაც უკვე რამდენიმე დღეა, მკურნალობას მსჯავრებული პრეზიდენტი გადის. 

ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მასშტაბური დემონსტრაციაა დაგეგმილი დედაქალაქის მთავარ გამზირზეც. მოქალაქეები  საკრებულოს შენობიდან "რედისონამდე" ცოცხალ ჯაჭვში ჩადგებიან და ამ ფორმით "ვარდების რევოლუციის" მთავარ შემოქმედს მადლობას ეტყვიან. 

 

მსგავსი სიახლეები