სისუსტე დავამარცხე, დღეს პირველად ვჭამე საჭმელი - ხოშტარია

23.11.21 11:05
სისუსტე დავამარცხე, დღეს პირველად ვჭამე საჭმელი - ხოშტარია

"დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ,  კვება დაიწყო. შიმშილობის შემდეგ ხოშტარია მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. 

სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, ,,ბასეინში წყალიც ჩამისხეს’"
დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც…
დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი, მალე გამომწერენ საავადმყოფოდან", -
წერს ხოშტარია Facebook-ზე.  

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღე შიმშილობდა.  

მსგავსი სიახლეები