მესამე პრეზიდენტის პროცესი - მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე მიიყვანენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტს 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესზე მიიყვანენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დააანონსა.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თავის დაცვის საშუალება უნდა მიეცეს, თუმცა ეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა მოხდეს.
მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ წარდგეს სასამართლოს წინაშე და მიმართოს საკუთარ მოსახლეობას, რომ რეალურად ჰქონდეს ყველანაირი პროცესუალური უფლება, რომ დაიცვას თავი და მეორე, სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს ჩამოყალიბება მართლაც ნებისმიერი პოლიტიკური ფაქტორისგან თავისუფალი, რაც რეალურად ამ სასამართლოს პირობებში არ არის, - თქვა დეკანოიძემ.
ოპოზიცია გონივრულად მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეები უცხოელმა, დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა განიხილონ.
პრობლემა არის ის, რომ დღეს სამართლიანი სასამართლოს უფლება ვერ რეალიზდება საქართველოში, იმიტომ, რომ სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. შესაბამისად, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას ადამიანებისთვის არის, რა თქმა უნდა, მისაღები, მათ შორის, თუნდაც უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიგვეღო ეს სრულიად კონტროლირებადი კლანის მიერ და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ სასამართლო სისტემა, - თქვა "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.