თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე დღეს ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა

23.11.21 11:24
თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე დღეს ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა

ვარდების რევოლუციიდან მე-18-ე წლისთავზე მოქალაქეები დღეს ცოცხალ ჯაჭვს მოაწყობენ.

აქციის ორგანიზატორია ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. ჟორჟოლიანის თქმით, აქციას  სიმბოლურად ცოცხალი ჯაჭვის სახე ექნება. ცოცხალი ჯაჭვი თავისუფლების მოედნიდან დაიწყება და ვარდების მოედანზე დასრულდება.

დღეს არის დღესასწაული, ვისაც გვეზეიმება, გვინდა, რომ სადღესასწაულო ჯაჭვში ჩავდგეთ, გეპატიჟებით თავისუფლების მოედნიდან ვარდების, რესპუბლიკის მოედნამდე, ეს არის სიმბოლური მარშუტი რომ ვთქვათ, რომ გვახსოვს და ვთქვათ მადლობა. ყველას მოდით, გელოდებით", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

 

 

მსგავსი სიახლეები