გერმანიის ელჩი BILD-ის სკანდალურ სტატიას ეხმაურება
გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში, გამოცემა BILD-ის კრიტიკულ სტატიას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული სტატია არანაირად არ იმოქმედებს მის კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე, ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით"- ნათქვამია ოფიციალურ კომენტარში.
გერმანული გამოცემა Bild საქართველოში გერმანიის ელჩსა და მის მეუღლეზე სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამს და აქვეყნებს სტატიას სათაურით "ცუდი ეჭვები გერმანიის ელჩის მიმართ". გამოცემა წერს, რომ გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობის მომხრედ არის მიჩნეული, მისი მეუღლე კი ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტშია დასაქმებული.