მიშა, მადლობა! - გორში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

23.11.21 13:18
მიშა, მადლობა! - გორში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ვარდების რევოლუციის მე-18-ე წლისთავზე გორში აქცია გაიმართა.  "მადლობა" - ეს წარწერები აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილს მიუძღვნეს და ქვეყანაში გატარებული რეფორმებისთვის მადლიერება ამ ფორმით გამოხატეს. აქცია წერეთლის ქუჩაზე გაიმართა, შეკრება არ არის დაგეგმილი  გორის ჰოსპიტალთან, სადაც მესამე პრეზიდენტი მკურნალობს. 

ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი. 23 ნოემბრის მნიშვნელობაზე რომ ვსაუბრობთ, ცვლილებების მთავარი მომტანი ახლა გისოსებს მიღმა ზის. არსებობს ესეთი ქუჩა, რომელიც მიშამ გააკეთა, მოვედი მის გაკეთებულ ქუჩაზე. მე ვეტყვი მადლობას იმისთვის, რაც გვქონდა და აღარ გვაქვს", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მანამდე კი სამოქალაქო აქტივისტებმა წარწერები გორის სამხედრო ჰოსპიტალთანაც გააკეთეს, სადაც უკვე რამდენიმე დღეა, მკურნალობას მსჯავრდებული პრეზიდენტი გადის. 

მსგავსი სიახლეები