სინანული ასწორებს ადამიანს - პატრიარქის გზავნილი ამბიონიდან

23.11.21 13:19
სინანული ასწორებს ადამიანს - პატრიარქის გზავნილი ამბიონიდან

სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, საზეიმო წირვა აღავლინა.

ეკლესიის წინამძღვარმა სინანულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დედამიწაზე ცოდვა არ ჰქონდეს ჩადენილი, მაგრამ ადამიანს სინანული ასწორებს: 

განსაცდელი არის საშუალება, რომელსაც ღმერთი მოავლენს ჩვენთან.  არ შეიძლება, ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს"- თქვა პატრიარქმა. 

მისი თქმით, განსაცდელში მყოფ ადამიანს ღმერთი მარტო არასდროს ტოვებს: 

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისგან. ადამიანი არის მისი მფარველობის ქვეშ. უდნა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს. განსაცდელი არის საშუალება, რომელსაც ღმერთი მოავლენს ჩვენთან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, განსაცდელი არის მრავალი ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა"- დასძინა უწმინდესმა.

 

მსგავსი სიახლეები