"ოცნების" მორიგი ტყუილი - ხელისუფლებამ სააკაშვილი გლდანის ციხიდან ევროსასამართლოს მოთხოვნით გადაიყვანა

23.11.21 13:16
"ოცნების" მორიგი ტყუილი - ხელისუფლებამ სააკაშვილი გლდანის ციხიდან ევროსასამართლოს მოთხოვნით გადაიყვანა

"ქართული ოცნების" მორიგი ტყუილი - ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი  ციხის საავადმყოფოდან  ევროსასამართლოს მოთხოვნით გადაიყვანა.  სტრასბურგის სასამართლომ  სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა   "ქართულ ოცნებას"   19 ნოემბერს დაავალა, იუსტიციის სამინისრტრომ კი მოსამართლე პალატის გადაწყვეტილება არ გაახმაურა  და ექპსრეზიდენტის  გორის ჰოპიტალში ეტაპირება ჰუმანურობით ახსნა. 

იურისტები  ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით  ევროსასამართლომ საქართველოს  მთავრობას სილა გააწნა. 

როგორც ჩანს, მთავრობამ იცოდა ამ შედეგის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ  მიუთითა, რომ მთავრობას უნდა ეხელმძღვანელა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ჯგუფის 17 ნოემბრის დასკვნით. ამ დასკვნით კი ცალსახად და მკაფიოდ ეწერა, რომ ციხის მე-18 დაწესებულება არ შეესაბამებოდა სათანადო პირობებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაიცვა ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება მთავრობას, თქვენ გახსოვთ, რომ ამის შესრულებას არათუ აპირებდა, არამედ ბოლოს  უკვე მის მიერვე შექმნილი კონსილიუმის წევრებსაც კი არ უშვებდა ციხეში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არადამაჯერებელია მთავრობის მიერ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, პირიქით, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ადამიანი მომკვდარიყო, - ამბობს ადვოკატი თამთა მურადაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ  საკუთარი გადაწყვეტილებით "ქართული ოცნების" ხელისუფლების მანიპულაციების საშუალება მოუსპო. 

ფაქტობრივად, წამების ტოლფასი მოპყრობა განახორციელეს მიხეილ სააკაშვილის წინააღდეგ. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ სახალხო დამცველთან შექმნილი კონსილიუმის უაღრესად მაღალკომპეტენტური კომისიის დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა 17-შ და ითხოვდა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას. ამის შემდეგ ჩვენ მომსწრე გავხდით იმ უმძმესი შემთხვევის, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. აქედან გამომდინარე, სხვა გზა გარდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისა არ რჩებოდა. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ადამიანის უფლებათ ევროპულმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რამაც წერტილი დაუსვა ხელისუფლების მხრიდან მანიპულაციას და იმ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახორციელებდნენ მე-18 დაწესებულებაში, - თქვა ბასილაიამ.  

საქარველოს მესამე პრეზიდენტის დარღეულ უფლებებთან დაკავშირებით ადვოკატებმა ევროსასამართლოს 10 ნოემბერს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილს შიმშილობას შეწყვეტა მოსთხოვა, პარალელურად, კი ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაავალდებულა. საბოლოოდ, სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს მისი ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა გადაუგზავნა, რომელიც ევროსასამართლოს ამჟამინდელი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა. 

 

მსგავსი სიახლეები