სპეცოპერაცია რიგითი ჩიქოვანის გადასარჩენად -,,ოცნება" ცდილობს, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციას უმრავლესობა დააკარგვინოს
სპეცოპერაცია რიგითი ჩიქოვანის გადასარჩენად - ,,ქართული ოცნება" ცდილობს, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციას უმრავლესობა დააკარგვინოს.
ხელისუფლების მცდელობა, 2022 წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველ შემადგენლობას დაამტკიცებინოს, კანონის უხეში დარღვევაა - აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები.
,,ოცნება" გეგმავს შემდეგ სცენარს- თუ ოპოზიციურ საკრებულოში ვერ მოახერხებს უმრავლესობის ფორმირებას, აპირებს, დაშალოს ეს საკრებულო და საკრებულოს არჩევნები ჩაატაროს ხელახლა. ოღონდ, ამასობაში მას არ უნდა, გაყალბებული გზით არჩეულმა ბათუმის მერმა, ჩიქოვანმა, დატოვოს თანამდებობა. სწორედ ამიტომ, ვადაგასაულ საკრებულოს, რომელმაც 7-ჯერ ჩაატარა ბოლო სხდომა, აპირებენ, მიაღებინონ 2022 წლის ბიუჯეტი. ეს არის სპეცოპერაცია რიგითი ჩიქოვანის გადასარჩენად - აცხადებს ,,ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერი, გიორგი კირთაძე.