"ანაკლიის პორტის მკვლელობა არის ამ ქვეყნის მომავლის მკვლელობა" - ნიკა გვარამია

14.07.26 23:22
"ანაკლიის პორტის მკვლელობა არის ამ ქვეყნის მომავლის მკვლელობა" - ნიკა გვარამია

"ანაკლიის პორტის მკვლელობა არის ამ ქვეყნის მომავლის მკვლელობა" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" არ დაუშვა, რომ დასავლური ინფრასტრუქტურა შემოსულიყო ქვეყანაში იმიტომ, რომ რუსეთის შეეშინდათ და რადგან დასავლეთისაც შეეშინდათ ანაკლიის პორტი არც ჩინეთს გადასცეს. 

ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ საქართველო თავისით ანაკლიის პორტს ვერ ააშენებს - "ამდენი ფული არ გვაქვს და რომც მოგვცენ მოიპარავენ ამ ფულს". 

სინამდვილეში, ინტერესი, რომელიც არსებობს იგივე ანაკლიის პორტის მიმართ, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მიმართ, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტისთვის და პოლიტიკოსისთვის, ეს უდიდესი ამბავია, მაგრამ ჩვენც ვეუბნებოდით ჩვენ მეგობრებს [დასავლელ პარტნიორებს] და თვითონაც დარწმუნდნენ, გამორიცხულია, ბიძინა ივანიშვილი არის:

A. კლასიკური გადამგდები;

B. თვითონ თუ არ ხეირობს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის ინტერესი რა არის და ა.შ.;

C. რუსეთის ანაგრიშგამწევია იმდენად, რომ არაფერს, რაც რუსეთს მინიმალურად მაინც არ აწყობს და ანაკლია სიკვდილია ამ რეგიონში რუსული ლოჯისტიკის, რა თქმა უნდა იქნებოდა მისთვის დაუშვებელი. 

ამიტომაც, გამოვიდა ეკონომიკის მინისტრი და თქვა, რომ ჩინეთს აღარ ვაძლევთ. ხვალ რომ არ მისცემს, ეგ რა ვიცით, ეს ერთი, მეორე, რაც თქვა, რომ ჩვენ ავაშენებთ და მერე გავაქირავებთ, მათ შორის ჩინელი იქნება, თუ ირანელი, ვინც უკეთეს პირობას შემოგვთავაზებს, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა თვითონ გადაწყვეტს ვის მისცემს, მაგრამ მოდი ახლა გადავავადოთ ეს გადაწყვეტილება და დღეს ასე გამოვაცხადოთ. 

მანდ ხომ რა იყო, რომ დასავლური ინფრასტრუქტურა შემოდიოდა თუ არა, ეს ხომ არ დაუშვეს იმიტომ, რომ რუსეთის შეეშინდათ, მარა დასავლეთის რაკიღა შეეშინდათ თქვეს, რომ ჩინეთი არ იქნება. 

აბსურდია, ჯერ ერთი საქართველო არ არის ამის თავისით ამშენებელი, ამდენი ფული არ გვაქვს და რომც მოგვცენ მოიპარავენ ამ ფულს. 

ორი რამეა, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს მომავლის დაღუპვის კუთხით: პირველი ეს არის ტრანსკასპიური, საქართველოზე გამავალი დერეფნის მკვლელობა, პირდაპირ ვამბობ, ანაკლიის პორტის მკვლელობა არის ამ ქვეყნის მომავლის მკვლელობა... მეორე, მისი პარაზიტირება უკრაინის ომზე, იმაში კი არ არის მთავარი პრობლემა, რომ დღეს ომის ეკონომიკა ააშენა საქართველომ, ხდება ხოლმე ეს ქვეყნების ისტორიაში, მაგრამ ქართველი ერი ხეირობს? - ეს ხომ ბიძინა ივანიშვილის და მისის "სასტავის" ჯიბეებში წასული ფულია. სამაგიეროდ რა იქნება იცით? - უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში, ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან..." - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები