"ხოტბას ვასხამ სახალხო დამცველს" - მიატოვიჩი ომბუდსმენის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

23.11.21 14:20
"ხოტბას ვასხამ სახალხო დამცველს" - მიატოვიჩი ომბუდსმენის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი საქართველოს სახალცო დამცველის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. მიატოვიჩის თქმით, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვი, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის  მნიშვნელოვანია, საშუალება ჰქონდეთ დაეყრდნონ სახალხო დამცველის კომპეტენციას.

 ხოტბას ვასხამ სახალხო დამცველს და მის ოფისს მათი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს შესაძლებელ სტანდარტს ყველა ადამიანის მიმართ, ვისზეც საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულებას აღასრულებს.

ვენეციის პრინციპების შესაბამისად, წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან, დაიცვან ომბუდსმენის ინსტიტუტი ნებისმიერი საფრთხის და ქმედებისგან, რომლებიც მიმართულია ან შეიძლება გამოიწვიოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ეფექტური მუშაობის შეფერხება.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სახალხო დამცველს, მისი ოფისს და ასოცირებულ ექსპერტებს ჰქონდეთ ისეთ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ხელს შეუწტობს მათი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელებას მინისტრთა კომიტეტის 2021 წლის რეკომენდაციების შესაბამისად”, - კომისრის განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მმართველი პარტიის წევრებთან ერთად, სტრასტბურგში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში,  კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს  შეხვდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა მაკა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, ირაკლი კობახძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და მის მიერ დაკომპლექტებული ექიმთა ჯგუფის მიერ  მომზადებულ დასკვნას  უნდობლობა გამოუცხადა. დასკვნა  მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციას ითვალისწინებდა. 

მსგავსი სიახლეები