ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, ციხეში დიდხანს არ დარჩება - ნიკა მელია
,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი სოციალურ ქსელში ვარდების რევოლუციის მე-18-ე წლისთავთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს. ნიკა მელია აღნიშნავს იმ დამსახურებას, რაც მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის ქვეყნის აღმშენებლობისა და დემოკრატიული რეფორმების საკითხში.
2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი
ქვეყანა დაადგა განვითარების გზას!
შესაძლებელი გახდა:
საქართველო კორუფციის გარეშე;
უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე;
განათებული ქვეყანა vs გრაფიკი;
გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად;
პატრული გაის ნაცვლად;
დასავლეთი რუსეთის ნაცვლად;
გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად;
წესრიგი კრიმინალის ნაცვლად;
რეფორმები უძრაობის ნაცვლად;
აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად;
პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად!
კიდევ ბევრი რამ!
ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება!
საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ, ამისი ბოლომდე მჯერა! - წერს ნიკა მელია საკუთარ ფეისბუქგვერდზე.