Free Misha, ,,ბიძინა, წადი! - წარწერები, რომელიც ივანიშვილის რეზიდენციაზე გააკეთეს, დაცვის სამსახურმა უკვე წაშალა
წარწერები Free Misha, ,,ბიძინა, წადი" სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლის გალავანზე, უკვე წაშლილია, თუმცა, საჩხერის პოლიცია ამ საპროტესტო ბანერების ავტორებს ეძებს.
კრიმინალური და საპატრულო პოლიცია დილიდან ოლიგარქის სახლთანაა მობილიზებული.
პოლიციის მობილიზება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც დილით ოლიგარქის დაცვამ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ძმის სახლებზე გაკეთებული ბანერები - Free Misha, ,,ბიძინა, წადი"- აღმოაჩინა.
ოლიგარქის ოჯახმა საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა. ივანიშვილის რეზიდენცია, რა თქმა უნდა, სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი, თუმცა, ფაქტია, დაცვას ეს ამბავი გამოეპარა.
ივანიშვილს დღეს ,,ტვ პირველი" დაუკავშირდა, თუმცა ოლიგარქის ძმამ განცხადების გაკეთება არ ისურვა.