"რა თქმა უნდა, ყველანაირ არჩევნებში უნდა გავიდეთ" - ლევან გოგიჩაიშვილი
"რა თქმა უნდა, ყველანაირ არჩევნებში უნდა გავიდეთ" - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას გუნდის წევრები "ფარ-ხმლის დაყრას" არ აპირებენ და ბიძინა ივანიშვილს "პროვოკაციების" საშუალებას არ მისცემენ.
ლევან გოგიჩაიშვილმა პარტიების აკრძალვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს "ქართულ ოცნებაში" უფრო მეტი ნაცია, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობაში" - "სასაცილოა, როდესაც კრძალავ ვიღაცას, როცა იმაზე მეტი გყავს შენ, ის ხალხი, ვინც დანაშაულებებში მონაწილეობდა".
რა თქმა უნდა, ყველანაირ არჩევნებში უნდა გავიდეთ. ახლა, რამდენი არჩევნები იცით, მაგალითად ეუთო/ოდირმა სააკაშვილს მიტაცებული არჩევნები არ გაუპრავა? ან ამ ქვეყანაშ არჩევნები აქამდე არ გაყალბებულა? - არ დგას საქართველს არჩევნები იმაზე ვიღაც ჩამოვა თუ არა ბულგარეთიდან, საქართველოს არჩევნების ბედი დგას ქართველ ხალხზე.
რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, რომ შეხედოთ ახლა, "ქართულ ოცნებაში" უფრო მეტი ნაცია დღეს, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობაში" - მთელი ინფრასტრუქტურა "ქართული ოცნების", მთავრობაში უმრავლესობაში, პარლამენტში 30 დეპუტატზე მეტი, მოსამართლეები, გენერალური პროკურორი არ იყო ადეიშვილის შემსრულებელი? შს მინისტრი არ მუშაობდა მერაბიშვილის პოლიციაში, არ იღებდა იმ რეპრესიებში მონაწილეობას? ფინანსური პოლიციის უფროსი არ იღებდა მონაწილეობას 15 ივნისის დარბევაში?... მერები, გამგებლები, დეპუტატები, თენგიზ შარმანაშვილი ციდან არი ჩამოფრენილი "ქართულ ოცნებაში? - ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმის გამო დაინიშნა ელჩად სომხეთში, რომელიც თავწაკლული ფანატიკოსი იყო სააკაშვილის. მთელი ინფრასტრუქტურა "ქართული ოცნების" - ეს არის ყოფილი ნაცები. ამიტომ, ესეც სასაცილოა, როდესაც შენ კრძალავ ვიღაცას, როდესაც იმაზე მეტი გყავს შენ ის ხალხი, ვინც დანაშაულებებში მონაწილეობდა.
მიუხედავად ამის, ჩვენ რა რეალობა გვაქვს - უნდა დავუთმოთ ეს ქვეყანა უფრო მეტად ძარცვონ?... ჩვენი პარტია არ აპირებს ფარ-ხმლის დაყრას, ჩვენი პარტია ვიბრძოლებთ იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ივანიშვილს არ მივცემთ ასეთი პროვოკაციების გაკეთების საშუალებას," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.