მგონია, მთავრობამ იცოდა, რომ სტრასბურგი მე-2 დროებითი ღონისძიებისთვის ემზადებოდა - ომბუდსმენი

23.11.21 15:56
მგონია, მთავრობამ იცოდა, რომ სტრასბურგი მე-2 დროებითი ღონისძიებისთვის ემზადებოდა - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ევროსასამართლოსგან მსგავს განაჩენს ელოდა.

არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა ვვარაუდობ, რომ მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძების გამოსაცემად, იმიტომ, რომ მხარეს, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში სააკაშვილის ადვოკატებს, წარდგენილი ჰქონდათ სახალხო დამცველის  ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მათ რეალურაად ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ სასამართლო დაეყრდნობოდა ამ ექსპერტიზის გადაწყვეტილებას, - განაცხადა ლომჯარიამ. 

ომბუდსმენი ფიქრობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, სასამართლო პროცესს, რომელიც 29 ნოემბერს არის ჩანიშნული, აუცილებლად  უნდა დაესწროს. 

თუ ჯანმრთელობა მისცემს საშუალებას, რა თქმა უნდა, უნდა დაესწროს. თუ ფიზიკურად ვერ მოხერხდა, დისტანციურად, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე შევაფასეთ პირველი სამი პროცესი, სადაც მას არ მიეცა არცერთი ფორმით დასწრების შესაძლებლობა, როგორც მის მიმართ სამართლიანი და საჯარო სასამართლო უფლების დარღვევა, იმიტომ, რომ დადგენილი გარემოებები, რაც წარადგინმა იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენიცურმა სამსახურმა, არ იყო სამართლებნრივი გამართლება, რის გამოც სააკაშვილს უარი უთხრეს სასამართლო პროცესზე დასწრებაზე, - თქვა ლომჯარიამ. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველი და მის მიერ შექმნილი ექსპერტთა კონსილიუმი მივიდა. ისინი მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები