ირაკლი კობახიძე ისევ ოპოზიციას ემუქრება
ირაკლი კობახიძე ისევ ოპოზიციას ემუქრება - "ქართული ოცნების" ლიდერი ღიად აანონსებს, რომ 2028 წლამდე პოლიტიკური ველი მოსუფთავდება და მსხვილი ოპოზიციური პარტიები გაქრებიან.
ივანიშვილის დაფუძნებული პარტია ამას საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებით აპირებს. კობახიძეს ტელეკამერებსი წინ არ დაუმაკლავს, რომ მას ოპოზიციის წინააღმდეგ შექმნილი სარჩელი ეიმედება.
ოპოზიციის ნებისმიერი დაპირისპირება არის სისუსტის გამოვლინება. ისინი არიან სუსტად და ამ სისუსტის ფონზე, სხვადასხვა სიმპტომი იჩენს თავს და მთავარი სიმპტომი არის დაპირისპირება ერთმანეთში. მეორე ახსნა არის ის, რომ ეს არის აგენტურა და აგენტები ცდილობენ სხვა აგენტზე მეტად მოაწონონ საკუთარ პატრონებს. ორი ძირითადი ახსნა აქვს ამ ყველაფერს - ერთი რომ სისუსტე ოპოზიციის და ეს არის ამ ავადმყოფობის ერთ-ერთი სიმპტომი, და მეორე პატრონების წინაშე თავის მოწონების მცდელობა.
რაც კარგია, ამ ყველაფრით ისინი თვითონვე აკნინებენ საკუთარ თავს. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი ძალების ადგილი არ არის პოლიტიკურ სისტემაში. აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი. ვიდრე აგენტურა არის პოლიტიკური სისტემის ნაწილი, თუნდაც ფორმალურად, მანამდე ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა.როდესაც ღიად ამბობ, რომ შენი მიზანია შენი ასკაციანი აქციებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოწვევა, ეს არის დანაშაულებრივი ქმედების პირდაპირი აღიარება, რაც აუცილებლად გაამაგრებს ჩვენს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში". - განაცხადა კობახიძემ.