რუსთაველის გამზირზე ცოცხალი ჯაჭვის აქცია დასრულდა
სამოქალაქო აქტივისტები, უფლებადამცველები მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები-ცოცხალმა ჯაჭვმა, რომელიც ვარდების რევოლუციის მე-18-ე წლისთავს მიეძღვნა, დღეს ქუჩაში ათასობით ადამიანი გააერთიანა.
მოქალაქეები ვარდებით ხელში ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
ეს არის დღე და თარიღი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შეცვალა და სახელმწიფოს განვითარების ახალი ათვლა დაიწყო - ამბობდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ვარდების რევოლუციიდან 18 წლის შემდეგ დღეს მიხეილ სააკაშვილის, ქვეყანაში მომხდარი დემოკრატიული გარდაქმნების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ.