“გახარია საქართველოსთვის“: “ოცნებამ“ პროვოკატორების ხელით შუახევში პროვოკაციის მოწყობა სცადა

17.07.26 14:15
“გახარია საქართველოსთვის“:  “ოცნებამ“ პროვოკატორების ხელით შუახევში პროვოკაციის მოწყობა სცადა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ცნობით, შუახევში, სადაც „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და პარტიის წარმომადგენლები რეგიონული ტურნეს მართავდნენ „ქართულმა ოცნებამ“, პროვოკატორების ხელით, პროვოკაციის მოწყობა სცადა.

მათივე ინფორმაციით, ეს პარლამენტში განხორციელებული დაუსჯელად დარჩენილი კრიმინალური თავდასხმის გაგრძელება და განსხავებული აზრის ჩახშობის მორიგი მცდელობაა.

„ამ წუთებში რეგიონული ტურნეს ფარგლებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის წევრებისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ „ოცნებამ“ პროვოკატორების ხელით პროვოკაციის მოწყობა სცადა შუახევში, სადაც ჩვენი გუნდის წევრები ადგილობრივ პრობლემებს აშუქებდნენ.

ჩვენი გუნდის მხრიდან პროვოკაცია მშვიდობიანად აღმოიფხვრა. დამატებით ინფორმაციას პროვოკატორების ვინაობის შესახებ აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებასა და მედიას. თითოეული მოგზავნილი პროვოკატორი დაფიქსირებულია ფოტო-ვიდეო საშუალებებით.

ეს არის პარლამენტში ჩვენს გუნდზე განხორციელებული დაუსჯელად დარჩენილი კრიმინალური თავდასხმის გაგრძელება და განსხავებული აზრის ჩახშობის მორიგი მცდელობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები