"ტრამპის პროტოკოლური პასუხი კობახიძის მილოცვაზე ურთიერთობის აღდგენის წინაპირობად ვერ გაიყიდება" - შეფასებები ოპოზიციაში

18.07.26 11:51
"ტრამპის პროტოკოლური პასუხი კობახიძის მილოცვაზე ურთიერთობის აღდგენის წინაპირობად ვერ გაიყიდება" - შეფასებები ოპოზიციაში

პროტოკოლური, შაბლონური და დიპლომატიური - ასე აფასებს ოპოზიცია წერილობით გზავნილს დონალდ ტრამპისგან, რომლის ადრესატიც ირაკლი კობახიძე იყო. (წერილის ქართულენოვანი ვერსია გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა)

პოლიტიკურ პარტიებში ფიქრობენ, რომ ერთი წერილით ამერიკასთან ურთიერთობები ვერ დალაგდება. 

როგორც "ლელო -ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ამბობს. შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზებას აქვს თავისი კონკრეტული ფასი და ამას სჭირდება "ოცნების" მხიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

არასერიოზული და სასაცილოც კია, როდესაც "ქართული ოცნება" ცდილობს რაღაც პროტოკოლური წერილებიდან, პასუხებიდან პროპაგანდისტული სარგებელი ნახოს. გვახსოვს თუნდაც მაკრონის ხელის მოთათუნება რამხელა ამბად წარმოაჩინეს. შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზებას აქვს თავისი კონკრეტული ფასი. ამის შესახებ არის მკაფიო მიდგომა სახდეპში და სჭირდება "ოცნების" მხიდან კონკრეტული ნაბიჯებსი გადადგმა. სტრატეგიურლი ურთიერთობა შტატებთან სამწუხაროდ გაუქმებულია და ეს მოხდა "ოცნების" პირობებში", - აცხადებს გიორგი სიორიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ წერილის გამოგზავნა ტრანზაქციული ურთიერთობაა და მასში არანაირი სტრატეგიული ურთიერთობის საფუძველი არ არის, როგორც ამას პოლიტიკოსის თქმით, "ოცნება" წარმოაჩენს. 

რეალურად, ამას განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. მაგრამ "ოცნება" ცდილობს რომ ეს ასე წარმოაჩინოს, რომ რეალურად ცდილობს ამერიკასთან იზოლაციის გარღვევას, თუმცა რეალურად ვხედავთ, რომ გაბნსაკუთრებული არაფერი არ ხდება. რეალურად, ექნებათ თუ არა ამერია- ქართულ ურთიერთობებს შემდგომი გაგრძელება, ეს დამოკიდებულია ისევ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებებზე, რამდენად მზად არიან, გადადგან ის ნაბიჯები, ქვეყანაში ისე მაინც დაარეგულირონ სიტუაცია, რომ შტატებს ჰქონდეს შესაძლებლობა დაინახონ, რომ ისინი მართლა მზად არიან რაღაცა სიახლეებისთვის, თუ არადა  ეს არის ტრანზაქციული ურთიერთობა, არანაირი სტრატეგიული ურთიერთობის საფუძველი ამაში არ არის", - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

თეონა აქუბარდიას შეფასებით კი პრეზიდენტ ტრამპის პროტოკოლური პასუხი ირაკლი კობახიძის მილოცვაზე ვერანაირად  ვერ გაიყიდება ურთიერთობის აღდგენის წინაპირობად - მით უფრო მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები ბიძინა ივანიშვილზე გააგრძელა - "ეს არის პასუხი მთელ ამ პროპაგანდაზე".

ჩვენ ვიცით, თუ რა უნდა გააკეთოს "ოცნებამ" იმისთვის, რომ მისივე დაზიანებული ურთიერთობები ამერიკასთან აღდგეს და ეს არის ქცევის და ტრაექტორიის ცვლა, რომელიც მარკო რუბიომ ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა განაცხადა. მაშინ როდესაც ამას ადგილი არ აქვს, პრეზიდენტ ტრამპის პროტოკოლური პასუხი ირაკლი კობახიძის მილოცვაზე ვერ ჩაითვლება და ვერ გაიყიდება ურთიერთობის აღდგენის წინაპირობად - მით უფრო მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები ბიძინა ივანიშვილზე გააგრძელა და ეს არის პასუხი მთელ ამ პროპაგანდაზე",- აცხადებს თეონა აქუბარდია. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გუშინ გაავრცელა ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის მილოცვის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელით მიღებული წერილის ქართულენოვანი ვერსია.

წერილში ტრამპი მადლიერებას გამოხატავს და კობახიძეს სწერს, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერებას.

მსგავსი სიახლეები