ვადა იწურება - სტასბურგის სასამართლო საქართველოს ხელისუფლებისგან ცნობებს ელოდება
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება.
საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის საავადმყოფოში მისთვის გაწეული მკურნალობის შესახებ დამატებითი დეტალები უნდა გაუგზავნოს.
ამოიწურა ის ვადა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განუსაზღვრა მხარეებს დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად. დარწმუნებული ვარ ოირვე მხარე დრეს ინფორმაციას გაგზავნის" - თქვა შოთა თუთბერიძემ.
ენმ-ს წევრის აკო მინაშვილი ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლების მარცხად აფასებს. მინაშვილის თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ საქართველსო ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა მიიღოს.
გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც დაეფუძნება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. ეს უკვე არის ხელისუფლების მარცხი, ის გადაწყვეტილება, რომელსაც ამ დროის განმავლობაში ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა", - თქვა აკო მინაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას 10 ნოემბერს მიღებული შუალედური გადაწყვეტილებით დაავალა ციხეში სააკაშვილისთვის უსაფრთხო გარემო შეექმნა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.