კობახიძის პირველი კომენტარი ტრამპისგან გამოგზავნილ წერილზე

18.07.26 14:47
კობახიძის პირველი კომენტარი ტრამპისგან გამოგზავნილ წერილზე

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპისგან გამოგზავნილ წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს - როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, მისთვის ეს წერილი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. 

კობახიძის მტკიცებით, ასეთი გზავნილები ხელისუფლებას უნარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ აშშ-თან ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ჩვენი სურვილია გადავტვირთოთ მთლიანად ჩვენი ურთიერთობები, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და გავაკეთოთ ეს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით და, რა თქმა უნდა, ასეთი გზავნილები ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს. ეს არის ჩვენი სურვილი და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის მყარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გუშინ გაავრცელა ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის მილოცვის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელით მიღებული წერილის ქართულენოვანი ვერსია.

წერილში ტრამპი მადლიერებას გამოხატავს და კობახიძეს სწერს, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერება

მსგავსი სიახლეები