"პროცესზე დასასწრებად დაბრკოლება შეიძლება იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა" - თუთბერიძე
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება.ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მიხეილო სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
მიხეილ სააკაშვილს კვლავინდებულად ძალიან დიდი სურვილი აქვს დაესწროს სასამართლო პროცესს და მას ამისი სრული უფლებაც გააჩნია. ერთადერთი დაბრკოლება რაც შეიძლება იყოს ეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შეუძლებელია, ახლა ვთქვა იქნება თუ არა მისი ჯანმრთელობსი მდგომარეობა ისე გაუმჯობესებული, რომ შეეძლება. დიდი იმედი მაქვს ასე იქნება", - თქვა შოთა თუთბერიძემ.