ნათელაშვილი ივანიშვილს მიმართავს: შეწყვიტე ყველა არაბული დასახლების მშენებლობა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე
"ლეიბორისტული პარტიი" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივაანიშვილს მიმართავს და მოწუოდებს, შეწყვიტოს საქართველოში ყველა არაბული დასახლების მშენებლობა.
ნათელაშვილი ასევე ივანიშვილისგან მოითხოვს, საქართველოში შემოსვლაზე სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ არაბული და აზიური ქვეყნის მოქალაქეებს.
დიქტატორი ივანიშვილი ჩვენს თვალწინ ყიდის საქართველოს. არაბულ სამყაროში ყველა საინფორმაციო საშუალებით ახლაც გადის რეკლამა, რომლითაც ამ ქვეყნების მოქალაქეებს ეპატიჟებიან შუა თბილისში არაბებისათვის მშენებარე ცათამბრჯენში "ქინგ დავითის" გვერდით და არაბების ცათამბრჯენს ბედის დაცინვით ქვია "ქინგ თამარი". ისტორიულად ცნობილია რომ საქართველოში დეარაბიზაცია დაიწყო დავით აღმაშენებელმა, ხოლო დააგვირგვინა დეარაბიზაცია თამარ მეფემ და მათი სახელობის ცათამბრჯენებში სწორედ განლაგდებიან მათი შთამომავლები, რომლებიც თავის დროზე საქართველოს დაესხნენ.
აღნიშნულ მშენებლობას აწარმოებენ საქართველოს მოღალატეები, ივანიშვილის ბანდის წევრები, ნაც-ქოც დეპუტატი, მილიარდერი ენუქიძე, საქართველოს განმყიდველი ივანიშვილის ბანდიდა, მილიარდერი ილია წულია, ხოლო ნებართვა გასცა სუპერ კორუმპირებულმა, ნამუსგარეცხილმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მე ვაფრთხილებ ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ შენს ბანდას დააწესებინე სავიზო რეჟიმი არაბული და აზიური ქვეყნის მოქალაქეებისათვის, გააუქმე შენს მიერ საქართველოს გასაყიდად შემოღებული ბინადრობის ცენზი და შეწყვიტე ყველა არაბული კორპუსის დასახლების და კურორტის მშენებლობა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, სხვა შემთხვევაში, შენი თამადობით, ყველას გელოდებათ ერის რისხვა და ციხე გარანტირებულად", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.