ემსხვერპლა თუ არა "ოცნების" ტერორს ბათუმის საკრებულოს დეპუტატი - ოპოზიცია მტკიცებულებებს გაასაჯაროვებს
ესმხვერპლა თუ არა სუს-ის და "ქართული ოცნების" ტერორს ბათუმის საკრებულოს დეპუტატის სიცოცხლე - ოპოზიცია ბათუმში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მოულოდნელ გარდაცვალებას წინ მისი მმართველ პარტიაში გადაბირების არაერთი მცდელობა უძღოდა.
"პირველების" ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები რომლებიც ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვლებამდე დეპუტატის მიმართ ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ ამ აუდიოჩანაწერებს გასაჯაროვებს ოპიზიცია საგანგებო ბრიფინგზე.
აღნიშნულ აუდიოჩანაწერში კონკრეტული ადამიანების, ყოფილი პოლიცილების ხმა ისმის და ასევე, გაჟღერებულია, რომ ყველაფერი თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით ხორციელდება. ჩანაწერში ფიგურირებს ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის სახელი და გვარიც ისმის.
ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ მიმდინარეობდა ზეწოლა. მასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მეშვეობით არა ერთხელ მოხდა შეხვედრა და იყო მცდელობა, რომ ის გადაებირებინათ. ის ბოლომდე ღირსეულად იდგა თავის პოზიციაზე. უფრო მეტ დეტალს ამ საკითხთან დაკავშირებით 12 საათზე ბრიფინგზე გაიგებთ, - ამბობს ენმ-ს წევრი, მირდატ ქამადაძე.
ზეწოლის შესახებ განცხადება ენმ-მ 5 ნოემბერს გააკეთა. ბრიფინგს ნუგზარ ფუტკარაძეც ესწრებოდა. ამის მიუხედავად, შსს-ს აღნისნულ განცხადებაზე რეაგირება არ მოუხდენია.
ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე ~დღის წინ ბათუმში, გულის შეტევით გარდაიცვალა.