ივანიშვილის შეხვედრა წარსულთან - რისთვის ჩამოვიდა შუამავალი თბილისში?
ერთი, შეცდომით გაგზავნილი ელექტრონული ფოსტა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების საფუძველი გახდა - TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ცნობით, წერილის ადრესატი სავარაუდოდ, ეკა ხვედელიძე უნდა ყოფილიყო, თუმცა თბილისში საგანგებო მისიით გამოგზავნილი კაცის წერილი, რომელიც ივანიშვილთან შეხვედრის ჩანიშვნას ითხოვდა, სულ სხვა ეკასთან მოხვდა.
წერილი რუსულ ენაზეა, ეკა - ასე მიმართავს სავარაუდოდ ეკატერინა ხვედელიძეს კაცი, რომელიც მილიარდერის ცოლს, ამ შეტყობინებაში თავს მიშა ბულმანის შვილად, ალექსეი ბულმანად წარუდგენს.
ცნობილია, რომ მიშა ბულმანსა და ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის გზები და რუსული წლები აკავშირებთ:
- 90-იანების რუსეთში, ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი ბანკ "რასიისკი კრედიტში" ვიტალი მალკინი იყო. მათ ეს ბანკი ერთად დააფუძნეს. მოგვიანებით მალკინი პოლიტიკაში წავიდა და ფედერაციის საბჭოს დეპუტატი გახდა. მაშინ ამდენი ქონების ჩვენება ხელსაყრელი არ იყო, ამიტომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, მალკინმა აქტივები კანადაში, მიშა ბულმანის სახელზე გადამალა.
- ალექსეი ნავალნის მხილების ერთ-ერთ სერიაში, რომელიც Forbes-ში გამოქვეყნდა, მიხეილ ბულმანი, როგორც რუსი ოლიგარქების ფულის სამალავი, ისე ფიგურირებს.
თბილისში ჩამოსული უმცროსი ბულმანი ჟურნალისტმ ფარულად ჩაწერა:
- რამდენიმე წუთიანი ფარული ვიდეო გადაღებისას, პირველივე წამებში "შაბათის ეთერი" ადგენს, რომ მიხეილ ბულმანი ივანიშვილთან შესახვედრად, მამის სახლით ჩამოვიდა. რას სთავაზობს ოლიგარქების ქონების გადამალვაში მხილებული კაცი, შვილის საშუალებით ივანიშვილს, უცნობია.
საშა ბულმანი ფარული გადაღების დროს ადასტურებს იმასაც, რომ მამა ივანიშვილთან კავშირს და კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.
- მიხეილ ბულმანი იდუმალებით მოცული ფიგურაა, ის საჯაროდ იშვიათად ჩნდება. ბულმანისა და ივანიშვილის კავშირი, 90-იანებში, მილიარდერის პარტნიორის, ვიტალი მალკინის საშუალებით შედგა. ივანიშვილისა და მალკინის ბიზნესპარტნიორობა ფორმალურად 2004 წლიდან შეწყდა - მას შემდეგ, რაც მალკინმა სახელმწიფო თანამდებობა დაიკავა. თუმცა 2012 წლის მარტში ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი წერდა, რომ ივანიშვილის ყოფილი უახლოესი ბიზნესპარტნიორი და ფედერაციის საბჭოს წევრი ვიტალი მალკინი „ბოლო დრომდე ივანიშვილის პროექტებში წილობრივად მონაწილეობდა“.
- ივანიშვილის მეგობარი მალკინი არა ერთი სკანდალის შუაგულშია, მის სახელს უკავშირდება "ანგოლა გეითსის" გახმაურებული საქმეც. 1996 წელს, რუსეთსა და ანგოლას ხელისუფლებებს შორის, ვალის დაბრუნების შეთანხმება გაფორმდა. რუსეთი დათანხმდა, 5-მილიარდიანი ვალი $1.5-მდე შეემცირებინა, თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ანგოლას ეს თანხა რუსეთის ბიუჯეტში გადაეხადა, ამ ფულის ჩასარიცხად ოფშორში სპეციალურად დაარეგისტრირეს შუამავალი კომპანია. სწორედ ამ საქმის მონაწილე იყო იმ დროს ივანიშვილის პარტნიორი ბანკ "რასისკი კრედიტში" ვიტალი მალკინი. საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციების მონაცემებით, მალინკმა ამ მაქინაციებით მინიმუმ 50 მილიონი დოლარი მიიღო, რა როლი ჰქონდა ამ გარიგებებში თავად ივანიშვილს ან მის ბანკს.
საშა ბულმანი ფარულ გადაღების დროს ამბობს, რომ მამას ახლა მალკინთან კავშირი აღარ აქვს. გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, მალკინი ბულმანს სდებდა ბრალს იმაში, რომ ფულის გათეთრებაში მისი მონაწილეობის შესახებ დასავლეთს, ცნობები სწორედ მან მიაწოდა, თუმცა ახლა ცნობილი გახდა, რომ იგივე ბულმანი ივანიშვილთან კავშირებს ისევ ინარჩუნებს.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილის, 90-იანების რუსეთიდან შემორჩენილი მეგობრის შვილმა გაიგო, რომ ივანიშვილთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ მედიამ გაიგო, მოუცლელობა მოიმიზეზა და კითხვებს არ უპასუხა.