ივანიშვილმა ომბუდსმენის ინსტიტუტის უზურპაცია ვერ მოახერხა - ოპოზიცია ნინო ლომჯარიაზე თავდასხმებს ეხმიანება
"ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან სახალხო დამცველზე თავდასხმებს ოპოზიციაში ეხმიანებიან. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა თლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ომბუდსმენის ინსტიტუტის უზურპაცია ვერ მოახერხა, რამაც მისი და "ქართული ოცნების" გაღიზიანება გამოიწვია.
სახალხო დამცველი არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ჯეროვნად ასრულებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს და გააჩნია დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც მას მოეთხოვება და ბუნებრივია, ის წარმოდგენს სერიოზულ პრობლემას ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ივანიშვილის მმართველობის კონცეფცია არის რომ მას უზურუპირებული ჰქონდეს აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ომბუდსმენის ინსტიტუტის უზურპაცია მან ვერ მოახერხა, ვერ მოახერხა მისი დამორჩილება და დამონება. შეიძლება ეს კობახიძის პერსონალური ინიციატივა არ იყო, მაგრამ თავად „ქართული ოცნების“ წიაღიდან წამოვიდა ნინო ლომჯარიას კანდიდატურა, თუმცაღა მას მხარდაჭერა ,ათ შორის, ჩვენი ფრაქციიდანაც, ჰქონდა, - თქვა თინა ბოკუჩავამ.
მისსავე აზრს იზიარებს "ლელოს' წევრი, საბა ბუაძე. ბუაძის თქმით, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოზიციაზე მმართველმა გუნდმა თავად აირჩია და ახლა მასზე თავდასხმა პოლიტიკურ ბეცობას ნიშნავს.
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოზიციაზე დაინიშნა „ქართული ოცნების“ წარდგინებით და მხარდაჭერით და ის, რომ ახლა ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშილი მას თავს ესხმიან ადასტურებს ორ რამეს, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკურად ბეცები და უპასუხისმგებლოები და ძალიან დიდი ზიანს აყენებენ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს და მეორე, რომ მათთის დისკომფორტია ყველანაირი განსხვავებული აზრი, - თქვა საბა ბუაძემ.
"ქართულმა ოცნებამ" სახალდო დამცველზე ორგანიზებული შტურმი განახორციელა. ნინო ლომჯარიას სიტყვიერად თვას ჯერ მმართვეკლი პარტიის თვამდჯომარე ირაკლი კობახიძე, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესხა. პრემიერმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის გადაწყვეტილებები უსამართლოა.