ტრამპის წერილი კობახიძეს - პროტოკოლური პასუხი თუ ურთიერთობების დათბობა?

19.07.26 20:17
ტრამპის წერილი კობახიძეს - პროტოკოლური პასუხი თუ ურთიერთობების დათბობა?

თეთრი სახლიდან გამოგზავნილი საპასუხო წერილი და მის გარშემო დაწყებული პოლიტიკური შეფასებები – სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სტანდარტული დიპლომატიური პასუხის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვად წარმოჩენა რეალობას არ შეესაბამება. მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი ინტერპრეტაციები შიდა აუდიტორიაზე გათვლილი პოლიტიკური მესიჯბოქსის ნაწილია.

ოპოზიციის შეფასებით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში არსებითი ცვლილების ნიშნები ამ დრომდე არ ჩანს. მათივე განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ შეჩერებულია, ძალაში რჩება ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები, მათ შორის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მოსამართლეებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მიმართ.

კრიტიკოსების თქმით, ურთიერთობების რეალური გადატვირთვის მთავარი ინდიკატორი სწორედ მოქმედი შეზღუდვების გადახედვა და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება. ისინი მაგალითად ბელარუსის პრაქტიკასაც ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონი მსგავსი სანქციების გადახედვას, როგორც წესი, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების ცვლილებას უკავშირებს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები