დაპირისპირება შიდა ქართლში - პოლიციამ აქციის მონაწილე დააკავა

24.11.21 11:40
დაპირისპირება  შიდა ქართლში - პოლიციამ აქციის მონაწილე დააკავა

შიდა ქართლში, სოფელ ზეღდულეთში ვითარება დაძაბულია.  მოსახლეობა პროტესტის ნიშნად  ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობდა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა და ადგილზე ერთი პირი დააკავა. 

ადგილობრივები სოფლის ცენტრში გასხვისებულ მიწებს აპროტესტებენ. მოსახლეობა ხელისუფლებას ჰექტრობით მიწის ფართობის გასხვისებაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საძოვრების გარეშე რჩებიან. 

მსგავსი სიახლეები