რადიკალთა პარტია საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების განთავსებაზე ალაპარაკდა

24.11.21 11:45
რადიკალთა პარტია საქართველოში  რუსული სამხედრო ბაზების განთავსებაზე ალაპარაკდა

რადიკალთა პარტია საქართველოში  რუსული სამხედრო ბაზების განთავსებაზე ალაპარაკდა. 5 ივლისის ძალადობრივი დაჯგუფების წერვები, რომლებიც ახლა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნენ, პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთს საქართველოში, კერძოდ, გონიოში  სამხედრო ბაზების განთავსებაზე უარს არ ეტყვიან.

"კონსერვატიული მოძრაობის" წევრმა, გიორგი მახარაძემ   "ალტ ინფორს" ეთერში პირდაპირ განაცხადა, რომ თუ რუსული სამხედრო ბაზები საქართველოში განთავსდება, ქართველი ხალხი ამოისუნთქებს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. 

"კონსერვატიული  მოძრაობა"  ახლა იუსტიციის სამინისტროსგან  რეგისტრაციიის მოლოდინშია.

რუსეთთან თუ ისეთ რაღაცაზე დავლაგდებით, რომ იმასაც აწყობს და ჩვენც გვაწყობს, სანამ ორივეს გვაწყობს, მანამდე ეგ იქნება ძალაში და რუსეთს რაც აინტერესებს აქ, ეგ არის სამხედრო უსაფრთხოების ზონა. რუსებისთვის მნიშნელოვანია, რომ ბაზა იყოს გონიოსთან და გონიოსთან თუ ვლაგდებით ბაზაზე, სოხუმზეც ვლაგდებით, ტერიტორიები რომლებზეც ახლა ვერ ვთანხმდებით, იქნებიან ფართო ავტონომიის სტატუსით და საქართველოს იქნება იმ უსაფრთხოების კონცეფციის და იმ ეკონომიკური ზონის ნაწილი და აქ იქნება გადაჭრილი ეკონომიკური თემა, უსაფრთხოების თემა და ცოტა ხალხი ამოისუნთქვებს, - განაცხადა მახარაძემ. 

ჯერჯერობით უცნობია,  გახდება თუ არა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი თუ რუსული ბაზების განთავსების მოთოხვნის უკან "ქართული ოცნების" არაფორმალური ინტერესი დგას.

მსგავსი სიახლეები