რომელ ხმაურიან საქმეებში ფიგურირებს პოლიციელი, რომლის განყოფილებაში სავარაუდოდ მოქალაქე სცემეს და არჩადენილი დანაშაული აღიარებინეს

20.07.26 11:59
რომელ ხმაურიან საქმეებში ფიგურირებს პოლიციელი, რომლის განყოფილებაში სავარაუდოდ მოქალაქე სცემეს და არჩადენილი დანაშაული აღიარებინეს

25 წლის ალექსანდრე გოგოჭურის საქმის გახმაურების შემდეგ, დემონატრანტები და აქციაზე დაკავებული პირების მშობლები იმ პოლიციელებზე ალაპარაკდნენ, რომელიც არჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებულმა კაცმა "შაბათის ეთერთან" დაასახელა. 

საუბარია დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსზე, რეზო ჯინჭარაძეზე, რომლის განყოფოფილებაში გოგოჭურის თქმით, ძალადობის შედეგად მიაცემინეს ჩვენება. 

  • რეზო ჯინჭარაძე გასულ წელს, საპროტესტო აქციებზე აქტივისტებმა სამოქალაქო მაისურით შენიშნეს, აქციის მონაწილეთა თქმით,  ის დაკავებების პროცესში ქალბატონებზე ძალადობდა. ეს უკანასკნელი საბა სხვიტარიძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში მხილებული პოლიციელის ლუკა ჯინჭარაძის ძმაა.

 ერთ-ერთი ძმა ფიგურირებს ჩემი შვილის, საბა სხვიტარიძის საქმეში, რომელმაც საბას წამებაში მონაწილეობა მიიღო. ძმები ჯინჭარაძეები ჩემი მეორე შვილის, თორნიკე სხვიტარიძის დაკავების საქმეშიც ფიგურირებენ - ისინი ცრუ მოწმის სახით მოვიდნენ სასამართლოში.

რეზი ჯინჭარაძეს საბას მიმართ ჩადენილ ძალადობაში მონაწილეობა აქვს მიღებული, რომელიც მერე ცრუ მოწმედ მოვიდა"- აცხადებს ელენე ახობაძე.

სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია "პირველებს" უყვება, რომ რეზო ჯინჭარაძემ ხელბორკილდადებული დემონსტრანტი, დავით გონაშვილი ოპერის წინ სცემა. 

გოგოებისგან იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავებისას მათ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ძალიან ცუდად ეხებოდა. რეზიზგან ყოველთვის იყო აგრესიული დამოკიდებულება"- აცხადებს ის. 

გლდანის ციხიდან 25 წლის ალექსანდრე გოგოჭური 3 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს- კაცი, რომელსაც მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ, უდანაშაულო აღმოჩნდა. გოგოჭური "შაბათის ეთერს" უყვება, რომ პოლიციაში ცემის შედეგად აიძულეს, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. 

 

მსგავსი სიახლეები