ნერვიულობდა შვილებზე, არავინ არაფერი ავნოსო - ენმ-ს გარდაცვლილი დეპუტატის და

24.11.21 12:10
ნერვიულობდა შვილებზე, არავინ არაფერი ავნოსო - ენმ-ს გარდაცვლილი დეპუტატის და

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის და ადასტურებს, რომ ენმ-ს წევრი ბოლო დროს ზეწოლის ქვეშ იყო და ოჯახზე ნერვიულობდა. ნაზი ფუტკარაძემ ამის შესახებ ენმ- ს ოფისში აუდიომასალების გასაჯაროების შემდეგ ისაუბრა. 

ჩემი ძმა ამ ბოლო დროს შვილებზე ნერვიულობდა, არავინ არაფერი ავნოსო. კი ხედავთ თურმე რა ყოფილა მიზეზი. ჩემი ძმა ბოლომდე დარჩა იდეის ერთგული და აჩვენა მაგალითი, რომ როცა სამშობლოს და იდეას ეხება, არ უნდ აგაიყიდოს ადამიანი. ის გამარჯვებული წავიდა, ვამაყობ მსიით და ჩვენ ამ ბრძოლა სბოლომდე მივიყვანთ", - ამბობს ნაზი ფუტკარაძე.

ენმ-ს ბათუმის  ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგზე აუდიომასალა გაასაჯაროეს, რომელიც პარტიის წევრების თქმით, დეპუტატსზე ზეწოლას ასახავს. ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.  

მსგავსი სიახლეები