სასტუმროში, სადაც დაპირისპირება მოხდა, სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ

20.07.26 13:06
სასტუმროში, სადაც დაპირისპირება მოხდა, სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ

 

 

კახეთში, სასტუმრო “აგარანის მამულში”, სადაც დაპირისპირება მოხდა, არ პასუხობენ კითხვას, რატომ ვერ აღკვეთეს დანაშაული.

როგორც სასტუმროს იურისტმა, სერგი ცანავამ "პირველებს" უთხრა, პოზიციას წერილობით, მას შემდეგ გამოაქვეყნებენ, რაც პოზიციებს შეაჯერებენ. 

სიტუაცია აღიწერება და გამოიცემა ერთიანი ინფორმაციის სახით. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, ძალიან ცუდია, ის რაც მოხდა, ამით ბედნიერი არავინ არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, კომპანიის პოზიცია დაფიქსირდება და გამოიცემა დოკუმენტურად"- აღნიშნავს სასტუმროს იურისტი, სერგი ცანავა.

ქორწილის სტუმრები მეორე დღეა ირწმუნებიან, რომ დაცვის თანამშრომლებს რამდენჯერმე მოუწოდეს აღეკვეთათ რუსეთის მოქალაქეების პროვოკაციაა.  თავად ტურისტები კი აცხადებენ, რომ სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურს თავისუფლად შეეძლო კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ რეაგირება არ ჰქონიათ.

რა მოხდა 18 ივლისს? 

18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.

წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების  მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. 

პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა. მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარუდგენენ, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

გამოკითხვების სერია და ხმაური პოლიციაში 

სასტუმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში მოწმეთა გამოკითხვები გვიან ღამემდე გრძელდებოდა.  "პირველების" ინფორმაციით, გამოკითხულია არაერთი პირი, მათ შორის ნეფე-პატარძალი და სტუმრები. 

პოლიციაში გვიან ღამემდე კითხავდნენ მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილიც, რომლის წინააღმდეგაც საბოლოოდ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. [მრელაშვილი მღეროდა 18 ივლისს, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ინციდენტი მოხდა].

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა ამინისტროში უთხრეს, გამოკითხვის დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, შემდეგ კი პირადი ნივთების შემნახველი სივრცე დააზიანა.

გამოკითხვამდე, ალექსანდრე მრელაშვილმა TV პირველს განუცხადა, რომ მესამე სართულზე მყოფმა პირებმა ჩაშალეს ქორწილი, აივნიდან გადმოასხეს სითხე, რამაც აპარატურა დააზიანა.

მსგავსი სიახლეები